თუ ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და მოქნილი საგადასახადო სისტემით სარგებლობა გსურთ, ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის უპირატესობები მათ შორის მოიცავს სწრაფ რეგისტრაციას (24 საათზე ნაკლებ დროში), საკრედიტო და საინვესტიციო პროგრამებზე წვდომას, უცხოელი მოქალაქეების მიერ ბიზნესის ფლობის შესაძლებლობას, ფიზიკური დასწრების საჭიროების არარსებობას, 50-ზე მეტ ქვეყანასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებებს და ელექტრონული დოკუმენტაციის მართვის მოხერხებულ სისტემას. საყურადღებოა ქვეყნის მიერ შემოთავაზებული შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები, რომლებიც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველი იურისდიქციის პოზიციონირებას.
საქართველოში მოქმედებს რამდენიმე შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, რომლებიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ესენია მიკრო ბიზნესისა და მცირე ბიზნესის სტატუსებისთვის დადგენილი ქვემოთ განხილული საგადასახადო რეჟიმები.
ასევე კონკრეტული ბიზნეს საქმიანობებისთვის დადგენილი შეთავათები, როგორიცაა:
ვირტუალური ზონის პირის სტატუსი – აღნიშნული სტატუსის უპირატესობებია: არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება; საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით; საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა არ იბეგრება ექსპორტის გადასახდელით; ხარჯების გამოქვითვა ხდება პროპორციულად – საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებულ შემოსავლებზე ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი – აღნიშნული სტატუსის უპირატესბობებია: საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთი (5 პროცენტი); დაქირავებულთა ხელფასები დაბეგვრის განაკვეთი (5 პროცენტი); გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება; შესაძლებელია დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის შემცირება საქართველოში გაწეული ხელფასისა და კვლევითი ხარჯებით; ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის გამიზნული ან გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) გათავისუფლებულია გადასახადისაგან.