ინდივიდუალური მეწარმე წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული. აღნიშნული საქმიანობის ფორმა გულისხმობს ფიზიკურ პირს, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისას მოქმედებს დამოუკიდებლად, სკაუთარი რისკითა და პასუხისმგებლობით. მეწარმეთა რეესტრში რეგისტრაცია არის სავალდებულო პროცედურა ნებისმიერი პირისთვის, ვინც აპირებს ბიზნეს საქმიანობის დაწყებას ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია საქართველოში ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელიც აწარმოებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს. მეწარმეთა რეესტრი უზრუნველყოფს, რომ ყველა მეწარმე სუბიექტი მოქმედებდეს კანონის ფარგლებში, რაც ხელს უწყობს ბიზნესის გამჭვირვალობას და სანდოობას.რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ ოფიციალურად ხდებით მეწარმე სუბიექტი და გეძლევათ უფლება განახორციელოთ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია საქართველოში მარტივ პროცესს წარმოადგენს, თუმცა მოითხოვს გარკვეული პროცედურების და მოთხოვნების დაცვას.
როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით და გამარტივებული აღრიცხვის სისტემით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ადმინისტრაციულ ტვირთსა და ხარჯებს.